ტრენინგები





კელტების ბორბალი

 ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის: ,,მასწავლებლის საჭიროებების დადგენა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა" 
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,მასწავლებლის საჭიროებების დადგენა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა" 
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, №161 საჯარო სკოლა;  
კურსის ხანგრძლივობაა: 10 საათი - 2 დღე (დღეში 5 საათი)
25.10,14წ,  26.10.14წ.
ტრენინგის მიზანი:

  • წარმატებული გამოცდილების გაზიარება;
  • გაეცნონ ჯგუფის შეხვედრის ეფექტიანად ჩატარების ხელშემწყობ ფაქტორებს;
  • გაეცნონ პროფესიული საჭიროებების დადგენის მექანიზმებს და მათ გამოყენებას როგორც თვითშეფასებისთვის, ისე პროფესიული თვითგანვითარების დაგეგმვისათვის;
  • მიიღონ რჩევები მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებისთვის.
ტრენინგის მნიშვნელობა
განათლების სამინისტროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისთვის. ტრენინგზე გავეცანით საგაკვეთილო პროცესის შეფასების ფორმას.
ტრენინგის საშუალებით მიღებულ გამოცდილებას, კოლეგებს კათედრის ერთ-ერთ შეხვედრაზე გავუზიარებ. შევადგენთ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გრაფიკს.



ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის: "ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 123  საჯარო სკოლა;  
კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი - 9 დღე (დღეში 4 საათი)
06.09,14წ,  07.09.14წ,  09.09.14წ,  13.09.14წ,  14.09.14წ,  20.09.14წ,   21.09.14წ,  27.09.14წ,  28.09.14წ.
პროექტებით სწავლება
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებასპროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21- საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე

მთავარი კითხვა:
·                     როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?

საკვანძო კითხვები:
·                     როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
·                     როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?

ამოცანები:
·                     ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
·                     პროექტის პორტფოლის შექმნა;
·                     პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
·                     პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
·                     ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
ტრენინგის შესახებ:
მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი)
·                     I მოდული - პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
·                     II მოდული - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა;
·                     III მოდული - ინტერნეტ-რესურსების გამოყენება პროექტში;
·                     IV მოდული - მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა;
·                     V მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
·                     VI მოდული - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება (დიფერენვირებული სწავლება)
·                     VII მოდული - ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
·                     VIII მოდული - პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნაიმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსშიმას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის მოხმარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
ქმნის პერსონალურ სასწავლო პროექტის ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშებს, სასწავლო პროექტის გზამკვლებებს, შეფასებებს და ..

რეფლექსია
06.09.14
 დღე-1
1.ზოგადად მიმოვიხილეთ ,,ინტელის“  ელექტრონული რესურსი, რომელშიც ძალიან მოხერხებულად და მარტივად არის განლაგებული ინფორმაცია. ტრენერმა ძალიან ეფექტურად და გასაგებად გაგვაცნო ეს ელექტრონული რესურსი. 
2.გავეცანით 21- საუკუნის უნარ - ჩვევებს, რომლიდანაც შევარჩიეთ ჩვენი საგნისთვის უმნიშვნელოვანესი სამი უნარი. 
3.შევქმენით ახალი ბლოგი: ,,პროექტებით სწავლება.

7.09.14
დღე-2
1.დავარეგისტრირე ბლოგი
2.გავაკეთეთ საპროექტო თემის მონახაზი-ჩემს პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაერკვევიან უარი უნდა ვთქვათ თუ არა სასუქებზე, ხომ არ გამოიწვევს ეს დედამიწის მზარდი მოსახლეობის შიმშილს, თუ გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ის.
3. შევისწავლეთ გაჯეტების გაკეთება, პოსტების დამატება
4. გავეცანით ბუკლეტის შექმნის შაბლონს.

09.09.14
დღე-3
1. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ პროექტის თემის შესაბამისი სტანდარტი და იდიკატორები ,,ინტელის" რესურსის დახმარებით;
2. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას და შევარჩიეთ ჩვენი თემისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები;
3. ბლოგზე დავამატეთ გაჯეტი გამოკითხვის რუბრიკისთვის;
4. ბლოგზე დავამატეთ გაჯეტი თემატური სურათის განთავსებისთვის, რომელიც დავასათაურეთ.
5. ვიმუშავეთ ძალიან ნაყოფიერად, დიდი მადლობა ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს, საინტერესო დღისთვის.
13.09.14
დღე-4
  1. გავიხსენეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტიდან მისაღწევი შედეგები;
  2. განსაზღვრეთ პროექტის მიზნები;
  3. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
  4. დავასრულეთ ბუკლეტი.

14.09.14
დღე-5
1. მოვამზადეთ ეფექტური პრეზენტაცია  და განვათავსეთ ბლოგზე;
2. გავეცანით საავტორო უფლებებს;
3. შევისწავლეთ ვიდეოს გაზიარება ბლოგზე;
4. ვისწავლეთ ,,გუგლჩეთის" მოხმარება;
5. გავუზიარეთ ერთმანეთს დოკუმენტები სხვადასხვა მიზნით.

20.09.14
დღე-6
1. მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია (სლაიდ-შოუ), თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
2. შევავსეთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი;
 მადლობა ტრენერს, თამუნა ლოსაბერიძესსაინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის.  

21.09.14
დღე-7
1. ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე;
2. გავეცანი შეფასების რუბრიკებს;
3. მოვახდინეთ შეფასების რუბრიკის ადაპტირება ჩვენს თემასთან;
4. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო
5. გამოვაქვეყნეთ პორტფოლიოს ლინკი ბლოგზე.


27.09.14
დღე-8
1. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ დაწვრილებით პროექტის მსვლელობა.
2. შევავსეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები;
3. გუგლდრაივზე პროექტის გეგმის ძველი ნიმუში ჩავანაცვლეთ ახალი შევსებული ნიმუშით;
4. ბლოგზე დავამატეთ პეიჯები;
5. განვიხილეთ პრეზენტაცია თემაზე: ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს;
6. გავიმეორეთ ბმულების და გაჯეტების დამატება.

28.09.14
დღე-9
1. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ახალი ბლოგის შექმნა;
2. მოვისმინეთ ყველა მონაწილის პროექტის პრეზენტაცია
შევაჯამეთ ტრენინგი:
ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი,  გავეცანით ინტელის ელექტრონულ რესურს: ,,პროექტებით სწავლება", რომელიც ძალიან გამომადგება პროექტების დაგეგმისთვის და ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისთვის და საერთოთ ჩვენი პედაგოგიური საქმიანობისთვის. გარემო იყო ძალიან პოზიტიური, საქმიანი
ძალიან დიდი მადლობა ტრენერს თამუნა ლოსაბერიძეს საინტერესო ტრენინგისთვის




ტრენინგის მნიშვნელობა
საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა. გავეცანით ბლოგზე მუშაობას, ინტელის  ეფექტური  ელექტრონული რესურსის გამოყენებით და ძალიან ენერგიული ტრენერის დახმარებით შევისწავლეთ პროექტის დაგეგვმა და ჩატარება.  პროექტის ფარგლებში  დავგეგმე პროექტი თემაზე: ,,რატომ ეშინიათ ქიმიკოსებს აზოტის გააქტიურების“, რომელიც გლობალურ პრობლემას, პლანეტაზე მზარდი მოსახლეობის ეკოლოგიურად სუფთა სურსათით მომარაგებას და სასუქების გონივრულად გამოყენებას ეხება.
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას. ის შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგზე მიღებული გამოცდილების გამოყენებით დავიწყე ჩემი პორტფოლიოს ელექტრონული ვერსიის შექმნა ბლოგზე  და ვაპირებ სხვა პროექტების დაგეგმას და ჩატარებას.     

28.09.14                                          /ი. ბუჩუკური/


ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,სწავლების და შეფასების ეფექტური სტრატეგიები სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფისთვის“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 61საჯარო სკოლა;   20 საათის ხანგრძლივობით.
ტრენინგი ჩატარდა: 05.04.14წ;  06.04.14წ;    12.04.14წ;    13.04.14წ.
      მიზანი : მსმენელები გაეცნობიან სწავლებისა და შეფასების სხვადასხვა სტრატეგიას, რათა შეძლონ მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად; 
      მოსალოდნელი შედეგები: მსმენელები გაკვეთილის დაგეგმვისას ადეკვატურად გამოიყენებენ  სწავლების სტრატეგიებს,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში; გამოიყენებენ შეფასების ეფექტიან საშუალებებს როგორც მოსწავლეთა შედეგების შემოწმების, ისე გაკვეთილის შეფასებისათვის.

ტრენინგზე განსახილველი ძირითადი საკითხები:
v  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ესგ-ის მოთხოვნების გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას;
v   სხვადასხვა სააზროვნო უნარის (მეტაკოგნიტური, ტრანსფერის, შემოქმედებითი, კრიტიკული, ანალიტიკური და სხვ.) განვითარების ეფექტური სტრატეგიები;
v  შეფასების მეთოდები,  შეფასების სქემებისა და რუბრიკების  შექმნა.
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 5საათი
I სესია
n  განათლების პრიორიტეტული მიზნების დადგენა
n  ეფექტურ სტრატეგიათა ანალიზი და მათი გამოყენების შესაძლებლობების გააზრება.
II სესია
n  სტრატეგიათა გამოყენებით მინი გაკვეთილების დაგეგმვა.

IIდღე - 5საათი
I სესია
n  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების დემონსტრირება და ანალიზი.
IIსესია
n  მსმენელები გააცნობიერებენ, რომ სრულყოფილი აზროვნების პროცესის დროს საჭიროა სხვადასხვა ტიპის აზროვნების აქტივაცია.
I I I დღე - 5საათი
I სესია
n  საშინაო დავალებების გაანალიზება;
n  სხვადასხვა უნარის გამოვლენის მაჩვენებლების დადგენა.
II სესია
n  უნარების გამოვლენის მაჩვენებლებსა და შეფასების მეთოდებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა;
n  გამოყენებული სტრატეგიებისას მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
n  გამოყენებული სტრატეგიების შეფასების ადეკვატური მეთოდების დადგენა.

IVდღე - 5საათი
n  სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების შექმნა;
n  განმავითარებელი კომენტარი.
n  შემაჯამებელი ტესტი  (დრო- 1:40 )
მიღებული შეფასება
#
სახელი, გვარი
ჩართულობა-
30%
პორტფოლიო-
20%
ტესტი-
50%
მიღებული შეფასება
1





3
ია ბუჩუკური
30
20
43
93

ტრენერი-ეკა ხუციშვილი

ტრენინგის მნიშვნელობა
ტრენინგზე გავეცანით სწავლებისა და შეფასების ეფექტურ სტრატეგიებს. და მიღებული გამოცდილება გავუზიარე კათედრაზე კოლეგებს. მასწავლებლების ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, წარმატებული სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია. მნიშვნელოვანი იყო სიახლეების გაცნობა.  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვათა გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ყოველივე ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისთვის.  კოლეგებს კათედრაზე გავუზიარე ტრენინგზე მიღებული გამოცდილების გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილი. მათთან ერთად  დავგეგმე  ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე-,,მჟავები“, რომელზეც გამოვიყენეთ მეთოდი გონებრივი იერიში, შევადგინეთ შეფასების რუბრიკა ამ გაკვეთილისთვის.

28.04.14.                                           /ი. ბუჩუკური/


ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,საგნობრივი ტრენინგი ქიმიაში სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფისთვის“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 61  საჯარო სკოლა;   10 საათის ხანგრძლივობით.
ტრენინგი ჩატარდა: 19.10.13წ;    20.10.13წ.
       მიზანი : კვლევის დაგეგმვა-განხორციელება.
      გონებრივი რუკის შედგენა.
      საჩვენებელი გაკვეთილების სცენარების ანალიზი.
      პროექტ-გაკვეთილის ჩარჩოს გაცნობა.  

ამოცანები:
n  სანიმუშო ტესტის გაანალიზება მოსწავლეების პოზიციიდან;
n  შესრულებული ტესტის შედეგების გაანალიზება მასწავლებლის პოზიციიდან;
n  ატომის განვითარების ისტორიის თემაზე ფერად ფურცლებზე დაწერილი ცნებების დახმარებით გონებრივი რუკის აგება მასწავლებლების 3-4 წევრიან ჯგუფებში
n  მოცემული ელექტრონის დახასიათება ოთხი კვანტური რიცხვით.
n  ატომში შემავალი ნაწილაკების შესახებ მინი ლექცია.
n  ცხრილის შევსება.
n  საჩვენებელი გაკვეთილების სცენარების გაცნობა და ანალიზი.
n  პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვა;
n  პროექტ-გაკვეთილის ჩარჩოს შევსება ინდივიდიალურად;
n  ნამუშევრების პრეზენტაცია;
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 5 საათი
n  I სესია - კვლევის დაგეგმვა-განხორციელება
n  II სესია - გონებრივი რუკის შედგენა
IIდღე - 5 საათი
n  I სესია - საჩვენებელი გაკვეთილების სცენარები
n  IIსესია - პროექტ-გაკვეთილის ჩარჩო.
რეზიუმე
პედაგოგიური კვლევა -კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის. . . სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებთ კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით. გამოყენებითი კვლევის ძირითადი მიზანი კი თეორიებისა, მექანიზმების ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასანვითარებლად.

ძირითადი კითხვები კვლევის დასაგეგმად-
1.      რა არის პრობლემა. (სირთულე)
2.      საბაზო ინფორმაცია (მეორეული მონაცემები), რაც ცნობილია (უნდა შევაგროვოთ)
3.      პირველადი მონაცემები (როგორ შევაგროვო, რა უნდა გამოვიკვლიო)
4.      სტრატეგიის ჩამოყალიბება (მიზნის დასახვა, მეთოდის, საშუალებების შერჩევა)
5.      კვლევის ტიპის განსაზღვრა (თვისებითი, რაოდენობითი, მიზეზ-შედეგობრივი, აღწერითი)
6.      კითხვარების შექმნა, სრულყოფა, (გამოცდა-ანალიზი სტატისტიკური)
7.      სტრატეგია გაცოცხლებული მეთოდი, რა საშუალებები შევარჩიო
ტრენინგის პირველ დღეს ტრენერმა სიმულაციის ხერხის გამოყენებით მასწავლებლებს ავალებს ტესტის გაკეთებას მოსწავლეების პოზიციიდან. შემდეგ მასწავლებლებმა გავაანალიზეთ მოსწავლეების მიერ შესრულებული ტესტის შედეგები, რომელიც ცხრილის სახით არის მოცემული. ინდივიდუალურად ავაგეთ ხაზოვანი და სვეტოვანი დიაგრამა.
გავაანალიზეთ შედეგები. ვისაუბრეთ მიზეზებზე რატომ ვერ შეასრულა მოსწავლეთა უმრავლესობამ გარკვეული საკითხები ტესტიდან (მე-6, მე-7, მე-9, მე-10)
1) დრო არ იყო საკმარისი, მასალა საჭიროებს გაღრმავებას
2) არ არიან დაინტერესებული
3) ბევრმა გააცდინა
4) არ ხედავენ საჭიროებას
მე-6 დავალებისთვის ექსპერიმენტი ჩავუტაროთ, ვაჩვენოთ გამონაკლისი ხსნადობის ცხრილით  დავუსაბუთოთ წონასწორობის გადახრის პირობები.
მე-7 დავალებისთვის მარილების მიღების ხერხებში დავამატოთ კომპლექსური მარილების მიღების ხერხი. კომპლექსურ მარილებზე მივაწოდოთ ინფორმაცია.
მე-9 დავალებისთვის მივაწოდოთ ინფორმაცია მარილების კლასიფიკაციის მიხედვით. ჩავატაროთ ექსპერიმენტი ჰიდროკარბონატის მიღება (ნაცნობი ექსპერიმენტით ანალოგიის გაყენებით ცოდნის ჩვენება)
მე-10 დავალებისთვის მივაწოდოთ ინფორმაცია ჰიდროლიზის შესახებ. ჩავუტაროთ ცდა, იკვლიოთ რატომ გამოიყო აირი.
მე- 7 მოსწავლეს შევუდგინოთ ინდივიდუალური გეგმა, მივამაგროთ მოსწავლეები.
რა არის მკვლევარი?
1. ირჩევს პრობლემას
2. აგროვებს მეორეულ ინფორმაციას
3. გეგმავს კვლევას
4. ირჩევს კვლევის ტიპს და მეთოდებს
5. აკეთებს ანალიზს
6. გამოაქვს დასკვნა
რა თავისებურებებით ხასიათდება პედაგოგიური კვლევა?
სანდოა-რამდენიმე მკვლევარის ჩატარებული არ მეორდება.
პედაგოგიური კვლევის მეთოდები: დაკვირვება, ექსპერიმენტი, აღწერა, წინასწარ ხედვა (ჰიპოთეზები), სტატისტიკური ანალიზი, ახალი ხალი აქტიობების დასაგეგმად.
პროექტ-გაკვეთილი -პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი პროექტით სწავლებაა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
პროექტ-გაკვეთილი-კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციალებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.
პროექტ-გაკვეთილი იგეგმება მასწავლებლის მიერ. იგეგმება თემატური გეგმის შედგენისას.
ტრენინგის მნიშვნელობა
ტრენინგზე გავეცანით და პრაქტიკულად დავგეგმეთ ჯგუფურად კვლევა და პროექტი. მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ მომავალში კვლევის ჩასატარებლად და პროექტის დასაგეგმად და გავუზიარებ კათედრაზე კოლეგებს. კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მასწავლებლების ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, წარმატებული სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვათა გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ყოველივე ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისთვის. ამ მიზნით, კათედრის სხდომაზე წარვსდგები მოხსენებით თემაზე: ,,პედაგოგიური კვლევებისა და სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“. მიღებული გამოცდილების გამოყენებით  მათთან ერთად დავგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს (მაგ. ბიოლოგებთან ერთად, ეკოლოგიის თემაზე).
20.10.13.                                           /ი. ბუჩუკური/






ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,edmodo-ვირტუალური საკლასო ოთახი"
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 52  საჯარო სკოლა;   6 საათის ხანგრძლივობით.
ტრენინგი ჩატარდა:  27. 04. 2013წ. 30.04.2013წ.
მიზანი : საგანმანათლებლო სოციალური ქსელის “Edmodo”- შესწავლა და მისი სასწავლო პროცესში დანერგვა.
სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზება და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას.
ამოცანები:
n  ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების ჩართვა საგაკვეთილო და სასკოლო პროცესებში, რათა აღნიშნული ქსელის საშუალებით გაცილებით უფრო პროდუქტიული გახდეს და ტრენინგმა ხელი შეუწყოს მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან მასწავლებლების კომუნიკაციის ხარისხსა და შესაძლებლობებს.
რეზიუმე
რა არის "ედმოდო"? - სოციალური ქსელი მხოლოდ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალისთვის; შექმნილი იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი უფრო მოქნილი გახდეს. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც საკლასო მუშაობის მარტივად წარმართვა, ისე საშინაო დავალებებისა და სასკოლო შეტყობინებების გაგზავნა სოციალურ ქსელში ჩართული კონკრეტული ჯგუფისთვის.
საგანმანათლებლო საიტი "ედმოდო" აშშ-ში შეიქმნა და რამდენიმე მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. ის მასწავლებლების მოსწავლეებთან ურთიერთობის აქტიური საშუალებაა. "ედმოდოში" არსებობს სტანდარტული ინტერფეისი შენიშვნების შესატანად, გამოკითხვისა და ტესტირების ჩასატარებლად, ასევე, შესაძლებელია ჯგუფების შექმნა (მაგალითად, საგნობრივის), ბიბლიოთეკაში ფაილების ჩატვირთვა... გარდა ამისა, სხვა ონლაინდღიურებისგან განსხვავებით, "ედმოდო" უფასოა. "ედმოდოს" ისტორია 2008 წელს დაიწყო. საიტის შემქმნელთა (ნიკ ბორი და ჯეფ ჰარა) მიზანი იყო შეექმნათ ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ამოივსებოდა უფსკრული მოსწავლეებსა და სასწავლო პროცესს შორის. ის ნამდვილად ეხმარება პედაგოგებს, მოაწყონ საკლასო ოთახი თითოეული მოსწავლისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ვირტუალური საგაკვეთილო პროცესის წარსამართავი საშუალება და ის ნამდვილად გამოადგება იმ პედაგოგებს, რომლებიც ცდილობენ, ტექნიკური მიღწევები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.
ედმოდოს მიზანია:
·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში;
·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან კომუნიკაციისას;
·         მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების ინტერნეტში განთავსება და მათი კოლეგებისათვის გაზიარება;
·         მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება.
"ედმოდოსმარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო (სოციალური ქსელი) და სასწავლო მიზნებისთვის მისი გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერესს აღუძრავს მათ, გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, ტესტები, გაეცნონ პრეზენტაციებს, მიიღონ ჯილდოები
ტრენინგის პირველ დღეს  ტრენერმა სიმციის ხერხ გამოყენებით  მოსწავლეების რეგისტრაციის წესი პრეზენტაცია მოახდინა. ტრენინგის ყველა მონაწილე თავდაპირველად, როგორც მოსწავლე, ისე დარეგისტრირდა, ხოლო ამ სიმულაცისას თავად ტრენერი მასწავლებლს წარმოადგენდა. ტრენინგის ხელმძღვანელმა სპეციალურად შექმნა ჯგუფი ტრენინგის მონაწილეებისათვისამ შემთხვევაშიმოსწავლეებისათვისდა სპეციალური კოდის საშუალებით მოახდილნა წევრების დამატება. ამ აქტივობის დახმარებით მოხდა იმის დემონსტრირება, თუ რა ხერხით არის შესაძლებელი ვირტუალური კლასების შექმნა და ასევე კლასებში მომხმარებლების/მოსწავლეების დამატება.
ასევე სიმულაციის ხერხით ტრენერმა წინასწარ მომზადებული ტესტი განათავსა იმ კლასის მოსწავლეებისათვის/ჯგუფის წევრებისათვის, რომელ ჯგუფში/კლასშიც, კონკრეტულ შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილეები იყვნენ გაწევრიანებულები. მოკლე ინსტრუქციის შემდეგ ყველა წევრმა მოცემული დავალება/ტესტი შეასრულა და დასრულებული სახით გადააგზავნა მასწავლებელთან/ტრენერთან. ამ აქტივობით ჩვენთვის, მონაწილეებისათვის ნათელი გახდა ის, რომ შესაძლებელია მოსწავლემ სამუშაოს დასრულებამდე დაათვალიეროს საკუთარი ნამუშევარი და დროის ამოწურვამდე გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, დროის ამოწურვის შემდეგ კი, მაშინვე ნახოს შედეგები და მიღებული ქულა. მნიშვნელოვანი იყო ასევე იმის დემონტრირება, რომ მასწავლებელი თავად განსაზღვრავს სამუშოს შესრულების დროს და ამ დროის ამუწურვის შემდეგ მოსწავლეს აღარ აქვს შესაძლებლობა იმუშაოს ტესტზე ან შეიტანოს ცვლილებები.
ყველა შესრულებული დავალების მიღების შემდეგ ტრენინგის ხელმძღვანელმა პროექტორის საშუალებით წარმოადგინა შესრულებული დავალებების პასუხები და რეიტინგული სია, ასევე თითოეული დავალების შედეგების  სტატისტიკური მაჩვენებლები. ეს კომპონენტი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან აღნიშნული ქსელი თავად ახდენს მონაცემების ანალიზს და კვლევას, წარმოადგენს შესრულებული ნამუშევრების/ტესტების საერთო შედეგებს. ამ კვლევის შედეგად მასწავლებელი ხედავს, რომელ კითხვაზე/საკითხზე იყო ჩავარდნა და რომელ საკითხზე საჭიროებენ მოსწავლეები დახმარებას. ხოლო წარმოდგენილმა რეიტინგულმა მაჩვენებლებმა დროისა და შესრულებული სამუშაოს სისწორის მიხედვით, შესაძლებელია მოსწავლეებში  მოტივაციის ამაღლებას შეუწყოს ხელი.
აღნიშნული სამუშაოს შესრულების შემდეგ ტრენერმა განახორციელა მშობლის მოწვევა სპეციალური კოდის საშუალებით, რისთვისაც ის საჩვენებლად როგორც მშობელი ისე დარეგისტრირდა. ჩვენ დავინახეთ, რომ სპეციალური კოდის საშულებით მშობლემს მხოლოდ საკუთარი შვილის შედეგები და მიღწევები შეუძლია დაათვალიეროს და მას არ აქვს წვდომა კლასის/ჯგუფის სხვა წევრების შედეგებზე. აღნიშული ფუნქციით შესაძებელი ხდება მშობლების ჩართვა სასწავლო პროცესში, მათთან კომუნიკაციისათვის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოგლიების გამოყენება და რაც მთავარია, “Edmodo”- საშუალებით მშობელი მუდმივად თვალს ადევნებს შვილის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგებს და ეძლევა ანალიზის გაკეთების საშალება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მშობლებისათვის, რომლებსაც დროის უქონლობის გამო არ აქვთ საშალება სკოლაში მასწავლებელთან ვიზიტი ხშირად დაგეგმონ.
აღნიშნული აქტივობების შემდეგ ტრენერმა საჩვენებლად განახორციელა მიღებული შედეგების ექსპორტი “Excel”-ში, რითაც შესაძლებელია მონაცემების შენახვა საკუთარ კომპიუტერში, ან მათი ამობეჭვდა გამოქვეყნების მიზნით და .. ამ აქტივობას აღნიშნული ქსელი თავად აკეთებს.
გარდა ტესტებისა და შესასრულებელი სამუშაოს ჯგუფის წევრებისათვის გადაგზავნისა, შესაძლებელია ასევე სხვადასხვა ინტერნეტრესურსის გამოქვეყნება ჯგუფებში. იქნება ეს ვიდეო თუ რაიმე ინფორმაციის შემცველი ინტერნეტსაიტი. მნიშვნელოვანი იყო ის შეზღუდვა, რაც გამოქვეყნებულ აქტივობებს ეხებოდა. კერძოდ, ლინკის თუ ტესტის ჩასმის დროს აუცილებლად უნდა მივუთითოთ იმ კლასის სახელწოდება, რომელი კლასისთვისაც არის აღნიშნული აქტივობა გათალისწინებული. ამით კი “Edmodo” გვიცავს იმ რისკებისგან, რაც შესაძლებელია მასალის წინასწარ დათალიერებამ, ან სხვა ჯგუფის წევრების მიერ მათი  ცოდნის დონისათვის შეუსაბამო მასალაზე წვდომამ გამოიწვიოს.
მას შემდეგ, რაც მოხდა მონაწილეთა მიერ მოსწავლის აქტივობებში გარკვევარეგისტრაცია გავიარეთ, როგორც მასწავლებლებმა. პირველ რიგში ტრენერისაგან მივიღეთ დავალება, შეგვედგინა ტესტი “Edmodo”– საშუალებით. აღნიშნული ქსელი კითხვის ოთხი ვარიანტის შედგენის საშუალებას გვაძლევს და შესაბამისად, დავალების შედგენისას ყველა ტიპის კითხვა უნდა გამოგვეყენებინა. გარდა ამისა უნდა განგვესაზღვრა ტესტზე მუშაობის დრო და სწორის პასუხის შემთხვევაში, თითოეული კითხვის ქულა.
ტრენინგის მეორე დღე  “Edmodo”– კალენდრის დემონსტრირებას  დაეთმო, სადაც შესაძლებელია სასწავლო საქმიანობების დაგეგმვა. აღნიშნულ კალენდარში ავტომატურად აღინიშნება ასევე ჯგუფების მიხედვით განხორცილებეული აქტივობები. იქნება ეს ტესტირება, გამოკითხვა თუ სასწავლო რესურსების გაცვლა. მეორე დღეს ტრენერის დახმარებითა და ინსტრუქციებით მასწავლებლისათვის გათვალისწინებულ ყველა აქტივობას “Edmodo”– დახმარებით ინდივიდუალურადახორციელა ტრენინგის ყველა მონაწილემ.
ტრენერმა გააკეთა პრეზენტაცია ასევე .. “Google Doc”-ების დაკავშირება “Edmodo”– სპეციალურად გამოყოფილ გვერდზე. არნიშნული ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია “Gmail”-ის მომხმარებლებისათვის, რადგან კონკრეტული დავალებისა და რესურსის მითითებისას შესაძლებელია “Google Doc”-ებში უკვე შექმნილი დოკუმენტის მიბმა და კონკრეტული ჯგუფიასთვის გამოქვეყნება. ასევე მივიღეთ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ლინკის მიბმა და გამოქვეყნება.
ტრენინგის მეორე დღეს, წინა დღის შემაჯამებელი ნაწილის შემდეგ, ტრენერმა რამდენიმე ჯგუფი შექმნა, სადაც სიმულაციური ხერხით მოხდებოდა მუშაობა პრინციპითერთი მასწავლებელი 3 მოსწავლე. აღნიშნული აქტივობისას მოხდა ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში. ჯგუფში მუშაობისას ტრენინგის მონაწილემასწავლებლებმამოამზადეს ტესტი, შექმნეს სპეციალურად ჯგუფი, სადაც დანარჩენი წევრები სპეციალური კოდის საშუალებით მოიწვიეს, გამოაქვეყნეს აღნიშნულ ჯგუფში ტესტური სამუშაო და შესრულების შემდეგ შედეგები გადაამოწმეს. მნიშვნელოვანი იყო ტრენინგის განმავლობაშივე გაგვევლო გარკვეული სავარჯიშო რეპეტიცია, რადგან სწორედ ამ დროს გაჩნდა კითხვები, გამოიკვეთა ის საკითხები, რაზეც მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს კიდევ ერთხელ ჭირდებოდა ინსტრუქცია.
ტრენინგის დასრულებამდე ტრენინგის ხელმძღვანელმა პროექტორის საშუალებით ინფორმაცია გააკეთა იმის შესახებ, რომ ამ ქსელის საშუალებით გარდა ქულებისა შესაძლებელია დავალებების შესრულების შემდეგ, მოსწავლეებზე ჯილდოების მიცემა; არასასურველი აქტივობების განხორცილების შემთხვევაში, მათი ჯგუფში საქმიანობის შეზღუდვა, გარიცხვა ჯგუფიდან და ..

ტრენინგის მნიშვნელობა
 განათლების სამინისტროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს  დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისათვისტრენინგი, რომელიც საგანმანათლებლო სოცილაური ქსელის “Edmodo”– შესწავლის მიზნით მოეწყო მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ის ხელს უწყობს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვას სასწავლო პროცესში. გარდა ამისა, აღნიშნული ქსელის საშალებით, ხორციელდება პროდუქტიული კომუნიკაცია მასწავლებლებთან, კოლეგებთან და მშობლებთან, მათთან ინფორმაციის გაცვლისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართვის მიზნით.
ტრენინგის საშულებით მიღებულ გამოცდილებას, კოლეგებს კათედრის ერთერთ შეხვედრაზე გავუზიარებ. კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.   შემდეგ შესაძლებელი გახდება გარკვეული გამოკითვების, შემაჯამებელი ტესტირებებისა და განვლილი მასალის ათვისების კვლევა სწორედ აღნიშნული ქსელის საშუალებით მოვახდინო. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისათვის ინფორმაციულ საკომუნიკაციო სხვადასხვა საშუალებას ვიყენებდი,   ამ სოციალური ქსელის არსებობა ჩემთვის მთლიანად სიახლე იყო. სიახლე იყო ჩემთვის ტესტური დავალებების ელექტრონულად შედგენა და ქსელშივე გავრცელება და მუშაობა. ის შესაძლებლობა, რასაც „Edmodo” მშობლებთან, მოსწაველეებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის  პროდუქტიულ გზებს იძლევა.
ღონისძიებაში მონაწილეობამ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას კომპიუტერთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.  თანამედროვე სამყაროში კომპიუტრული ტექნოლოგიების პოპულარობისა და მისი მომხმარებლების ზრდასთან ერთად, ჩემი ურთიერთობა სასკოლო საზოგადოებასთნ, მიცემული დავალებები და ინფორმაციის გავრცელება სხვდასხვა საგანმანათლებლო რესურსების სახით, კიდევ უფრო მიმზიდველი და მოსახერხებელი გახადოს.


30.04.2013წ.                                          /ი. ბუჩუკური/






ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 61  საჯარო სკოლა;   32 საათის ხანგრძლივობით.
ტრენინგი ჩატარდა: 13.04.13წ, 14.04.13წ, 22.04.13წ, 23.04.13წ, 24.04.13წ, 29.04.13წ, 30.04.13წ, 01.05.13წ.          
       მიზანი : განვითარების  ჯგუფების მნიშვნელობისა და მათი წვლილის  გაცნობიერება წარმატებული სკოლის ჩამოყალიბების პროცესში.
      სკოლებში პროფესიული განვითარების ჯგუფების მომზადება.
      მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის მექანიზმების გაცნობა და გამოყენება.
      ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის ხელშეწყობა.  
      სკოლაში სწავლისა და სწავლების   ხარისხის შეფასების ძირითადი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და გამოყენება.    
      სასწავლო პროცესის დიაგნოსტირების, მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ანალიზის, როგორც სწავლისა და სწავლების  ხარისხის განვითარების მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის, გაცნობა და გამოყენება. 
      მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის მოსწავლეთა შეფასების შედეგების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.
                                                      
ამოცანები:
n  კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლე თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n  კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
n  კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n  მონაცემთა შეგროვება
n  მონაცემთა ანალიზ, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n  მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისპრაქტიკაში დანერგვა.
n  მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n  პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n  პროექტის შეფასება;
n  კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n  სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n  მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n  სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n  II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა
IIდღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლვა
n  IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტ გაკვეთილი
n  III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
IIIდღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
n  II სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლვა
I V დღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
n  II სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.
რეზიუმე
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა-სრულფასოვანი განათლების მიღება, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკეული ადამიანის რეალიზებისა და კეთილდღეობისათვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსათვის, მისი მშენებლობისათვის. პროფესიული კომპენტენციის მუდმივი განვითარების სურვილს შეიძლება განაპირობებდეს როგორც მასწავლებლის შინაგანი ინტერესები, მოთხოვნილებები ასევე გარეგანი, უმეტეს შემთხვევაში-ორივე ერთად. რაც უფრო კვალიფიციურია მასწავლებელი, მით უფრო წარმატებულია მისი პედაგოგიური პრაქტიკა და მით უფრო დიდია მოთხოვნა მასზე.
სქემის მიზანია: ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპენტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას.
პედაგოგს სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ენიჭება სასერთიფიკაციო გამოცდის ორივე ნაწილის, საგნობრივი და პროფესიული უნარების, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ამით იგი დააგროვებს 21 კრედიტს, აქედან 10,5 კრედიტი მოდის გამოცდის თითო ნაწილზე. ეს არის მასწავლებელთა კარიერული ზრდის მხოლოდ პირველი საფეხური. მასწავლებლის სერთიფიკატის ვადა 8 წლით განისაზღვრა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მასწავლებელი მასწავლებლობის უფლებას ან გამოცდის ხელახლა ჩაბარებით დაადასტურებს, ან ჩებმება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, რაც ხელს უწყობს როგორც მასწავლებლის კომპენტენციის ამაღლებას, ასევე მის კარიერულ ზრდას.
მასწავლებლის კარიერა სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოპოვებით იწყება და მწვერვალს აღწევს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოპოვებით. ეს არის გზა, რომლის გავლას 16 წელი სჭირდება და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხვეწს და ავითარებს მის პროფესიულ კომპენტენციას.
თუ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა 21 კრედიტის მოპოვება, პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად 32 კრედიტის დაგროვებაა აუცილებელი, ხოლო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლისთვის - 42 კრედიტის. თითოეული კატეგორიისთვის აუცილებელი კრედიტები მასწავლებელმა რვა წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს.
პედაგოგიური კვლევა -კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება , მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის. . . სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებთ კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით. გამოყენებითი კვლევის ძირითადი მიზანი კი თეორიებისა, მექანიზმების ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასანვითარებლად.
პროექტგაკვეთილი -პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი პროექტით სწავლებაა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
პროექტგაკვეთილი-კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციალებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.
კათედრებზე მუშაობა და კვლვა-კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.
წარმატებული სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათბელი არის მასწავლებლებისა და სკოლის, სხვა თანამშრომლების ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
თანამშრომლობისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით ავტორები 4 ტიპის სასკოლო კულტურას განასხვავებენ: ინდივიდუალისტური, ბალკანიზებული, ხელოვნური კოლეგიალობა, თანამშრომლობა.
სასწავლო პროცესის დახვეწისა და მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელს შეეძლოს ჯანსაღი კონსტრუქციული კრიტიკის მოსმენა, მიღება- გათვალისწინება  კოლეგისავე დელიკატური, კონსტრუქციული კრიტიკა. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უკვე დაშვებული შედეგების გაანალიზებისა და შემდგოში თავიდან არიდებას.
მასწავლებლის პორტფოლიო-არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაშასადამე, მასწავლებლის პორტფოლიო პედაგოგის მიღწევების კრებულია.
ტრენინგის მნიშვნელობა
საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა. გავეცანით თუ რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს მასწავლებელს, რომ ჩაებას  სქემაში:                                                
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა მუდმივად გაზრდის მასწავლებლის პროფესიონილზმსა და კომპენტენციას.
·         სქემაში ჩართულ მასწავლებლებზე მოთხოვნა იქნება ყოველთვის დიდი, რადგან პირველი და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლების არსებობას სკოლაში მნიშვნელობა აქვს სკოლის ბრენდირებისთვის.
·         სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან კონსულტატებად, ექსპერტებად, ტრენერებად და ა. შ.
ტრენინგზე გავეცანით და პრაქტიკულად დავგეგმეთ ჯგუფურად კვლევა და პროექტი. მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ მომავალში კვლევის ჩასატარებლად და პროექტის დასაგეგმად და გავუზიარებ კათედრაზე კოლეგებს. კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მასწავლებლების ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, წარმატებული სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვათა გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ყოველივე ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისთვის. ამ მიზნით, კათედრის სხდომაზე წარვსდგები მოხსენებით თემაზე: ,,პედაგოგიური კვლევებისა და სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“. მიღებული გამოცდილების გამოყენებით  მათთან ერთად დავგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს (მაგ. ბიოლოგებთან ერთად, ეკოლოგიის თემაზე).
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას. ის შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგში მონაწილეობამ ჩემი გამოცდილება გაამდიდრა პრაქტიკული რეკომენდაციებით პორტფოლიოს საწარმოებლად.
02.12.12.                                           /ი. ბუჩუკური/




ტრენინგ მოდული: ,,ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი.
პროგრამის აღწერა: ოთხი დღე  X 5 საათი(20 საათი).
 ტრენინგი ჩატარდა: 04.02.12;    05.02.12;   11.02.12;   12.02.12.
ტრენინგ მოდულის მიზანი: როგორც ცნობილია, მასწავლებელი არის განათლების სფეროში მიმდინარე ყველა ინოვაციის ცენტრში. ტრენინგ მოდული მიზნად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვას, იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც აუცილებელია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის, კვლევის შედეგების ანალიზის და შეფასების,  ექსპერიმენტულ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრის, დასახული მიზნის შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ექსპერიმენტული სამუშაოების შერჩევისა და შედგენისათვის.  ლაბორატორიული სამუშაოების წარმართვას ინოვაციური მიდგომებით, მაგ. კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიებით, ან ჯგუფური სწავლებით ლაბორატორიებში.
ტრენინგ მოდულის ამოცანებია:
·         უსაფრთხოების ტექნიკის წესების გაცნობა;
·         პირველი დახმარების აღმოჩენა უბედური შემთხვევის დროს;
·         კარგი ექსპერიმენტული უნარ-ჩვევების განვითარება;
·         ლაბორატორიული ჭურჭლის და დანადგარების გაცნობა;
·         ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნიკის  გაცნობა;
·         ქიმიური ექსპერიმენტის ოქმის შევსება.


რეზიუმე
სესია 1
სესია 1 დაეთმო პრეზენტაციას, რომელშიც გავეცანით ლაბორატორიული ჭურჭლის კლასიფიკაციას, დანიშნულებას, ლაბორატორიული მოწყობილო­ბების მონტაჟის პრინციპებს,  უსაფრთხოების ტექნიკის გათვალისწინებით, ლაბორატორიული დანადგარების კლასიფიკაციასა და  დანიშნულებას.
უსაფრთხოების ტექნიკა  ქიმიურ ლაბორატორიაში:
ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობა საჭიროებს სპეციალური უნარ-ჩვევების ქონას. ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებისათვის ექსპერიმენტატორი უნდა ფლობდეს ლაბორატორიული ექსპერიმენტის შესრულების ტქენიკას. ამასთანავე, ლაბორატორიაში არსებული ქიმიური რეაქტივები, ჭურჭელი, დანადგარები და მოწყობილობები თავის მხრივ მოითხოვენ კვალიფიციურ მობყრობას. ამიტომ, ექსპერიმენტატორი ვალდებულია ასევე ფლობდეს უსაფრთხოების ტექნიკას, ხანძარსაწინააღმდეგო წესებს, უდა შეეძლოს უბედურების შემთხვევაში დაზარალებულისათვის პირველადი დახმარების არმოჩენა.
ქიმიურ ლაბორატორიაში ექ­ს­პერიმენტის დაწყების წინ უნდა გავეცნოთ უსაფრთხო­ე­ბის ტექნიკას. ქიმიურ ლაბორატორიაში თვალაჩინო ადგილს უნდა იყოს განთავსებული უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქცია. ლაბორატორიაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და აფთიაქი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.
კარგი ექსპერიმენტული უნარ-ჩვევები
ლაბორატორიაში მუშაობა ერთი შეხედვით წარმოადგენს მზა რეცეპტურის ან წინასწარ დაგეგმილი ოპერაციების სკურპულიოზურ შესრულებას, თუმცა რეალურად ექსპერიმენტატორის საქმიანობა შემოქმედებით, ხშირად კი ინოვაციურ გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. მიუხედავად ცდის ჩატარების წინასწარ გაწერილი მეთოდიკისა, კარგ ექპსერიმენტატორს ყოველთვის შეუძლია გარკვეული კორექტივების შეტანა, რაც მას ექსპერიმენტის ატარებას გაუადვილებს ან მის ხელთ არსებული საშუალებების პირობებში შესაძლებელს გახდის.
ლაბორატორიული ჭურჭელი და დანადგარები:
წკირები, შპატელი, სინჯარები, ჭიქები, ძაბრი, ექსიკატორი, მენზურა, ბიურეტი, პიპეტი, პეტრის ჯამები, ტიგელი, მაცივრები, მზომი კოლბები, კონუსური (ერლემნმეიერის) კოლბები, ბრყელძირა კოლბა, მრგვალძირა კოლბა, ვიურცის კოლბა, ბუნზენის კოლბა, გამყოფი და საწვეთი ძაბრი, დეფლეგმატორი, ფორშტოსები (ადაპტორები), ალონჟე, როდინი, თერმომეტრები და თერმოწყვილები,
ლაბორატორიული დანადგარები: შტატივი, მაგნიტური სარეველა, მექანიკური  სარეველა, სანჯრევი აპარატი, სასწორები, როტაციული ამაორთქლებელი.
სესია 2
ფუნდამენტური  ლაბორატორიული ტექნიკის გაცნობა
სესია 2 დაეთმო პრეზენტაციას, რომელშიც განხილული იყო ფუნდამენტური ლაბორატორიული ტექნიკის საკითხები, როგორიცაა ჭურჭლის გასუფთავება, ჭურჭლის გაშრობა, მინის მილებისა და წკირების დამუშავება, მყარი ნივთიერების ამოღება საცავიდან, თხევადი ნაერთების ჩამოსხმა საცავიდან, მექანიკური არევა, გაცხელება, გაცივება, გახსნა, გამოკრისტალება, ფილტრაცია, აირის შეგროვება, კიპის აპარატის გამოყენება და სხვა.
ექსპერიმენტში გამოყენებული ქიმიური ჭურჭელი აუცილებლად უნდა იყოს სათანადო სისუფთავის. ამიტომ, იგი ყოველთვის უნდა გაირეცხოს ექპერიმენტის დამთავრებისთანავე და გაშრეს სათანადო პირობებში (საშრობ კარადაში ან ჰაერზე). ეფექტური გამწმენდი საშუალებებია ქრომის ნარევი და კალიუმის პერმანგანატის ტუტე ხსნარი.   
გარეცხილ ჭურჭელს გამოავლებენ გამოხდილ წყალს და ჰაერზე გასაშრობად ათავსებენ თაროზე, უფრო სწრაფად გაშრობისათვის კი გამოიყენება საშრობი კარადები, სადაც 100-200 °C-ზე ჭურჭელი რამოდენიმე წუთში შრება.
გამახურებელ მოწყობილობებად გამოიყენება ელექტროღუმელი, გაზქურა, სპირტურა. არაპირდაპირი გახურება ჰაერისა   და წყლის აბაზანის  გამოყენებით
სესია 3
ძირითადი ლაბორატორიული დანადგარების განცობა და მათი მონტაჟი
სესია 3 დაეთმო ძირითადი ლაბორატორიული დანადგარებისა  და მათი  მონტაჟის მეთოდების გაცნობას, ძირითადი ლაბორატორიული  დანადგარების მონტაჟის პრინციპების შესწავლას.  უშუალოდ განვახორციელეთ გამოსახდელი, გასაფილტრი და ა.შ. დანადგარების მონტაჟი. გავეცანით სწორად როგორ  შეგვერჩია სხვდასხვა ლაბორატორიული ჭუჭრლიდან  დაგეგმილი დანადგარის სამონტაჟო დეტალები და დაგვემონტაჟებინა უსაფრთხოების ტექნიკის  გათვალისწინებით.
 სესია 4
მარტივი ქიმიური ანალიზის მეთოდების გამოყენება
სესიის 4 მოეწყო  პრეზენტაცია, რომელშიც განხილული იყო მარტივი ქიმიური ანალიზის მეთოდების  გამოყენება. გავეცანით გატიტვრის ტექნიკას, რომელსაც ყველა ქიმიკოსი უნდა ფლობდეს, რადგან რაოდენობრივი განსაზღვრის ერთ-ერთი ფუნდამეტური მეთოდია, რომელსაც ტიტრიმეტრული ანალიზი ეწოდება. უშუალოდ განვახორციელეთ მარტივი  ქიმიური ექსპერიმენტი, როგორიცაა ნივთიერების დუღილისა და ლღობის ტემპერატურის  განსაზღვრა, მყარი ნივთიერების სისუფთავის დადგენა, ანიონებისა და კატიონების აღმოჩენა და ა.შ. ასევე შევავსეთ დაკვირვების (ქიმიური ექსპერიმენტის) ოქმი.
ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნიკა:
ჭურჭლის გასუფთავება, ქრომის ნარევის მომზადება, ჭურჭლის გაშრობა, მინის მილებისა და წკირების დამუშავება, წკირებისა და მინის მილაკების ჭრა, წკირებისა და მინის მილაკების ჭრა, მინის დეტალების მოღუნვა, მყარი ნივთიერების ამოღება საცავიდან, თხევადი ნაერთების ჩამოსხმა საცავიდან, მექანიკური არევა, გახურება, გაცივება, გაფილტვრა, ნივთიერების სიმკვრივის დადგენა, გაზების მიღება, წყალბადის მიღება კიპის აპარატით, გაზის მისაღები მიკრომოწყობილობა. გატიტვრა, გასატიტრი მოწყობილობის აწყობა. გამოხდა. თხევადი ნაერთების  გამოყოფისა და გასუფთავების ერთ- ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს გამოხდა.
ტრენინგის მნიშვნელობა:
საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა, მივიღეთ ექსპერიმენტზე მუშაობის ხერხებისა და უნარების ჩამოყალიბებისთვის საჭირო მეთოდური რეკომენდაციები.  ტრენინგი დამეხმარა კიდევ ერთხელ გამეხსენებინა უკვე ნასწავლი და ასევე გავცნობოდი განათლების სფეროში მიმდინარე ინოვაციებს, რაც აუცილებელია მუდმივი პროფესიული განვითარებისათვის.   ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გავეცანი ექსპერიმენტის ჩატარებას რაციონალური ხერხების გამოყენებით, ზოგიერთი ხელსაწყოს დამზადებას იაფი და ხელმისაწვდომი რესურსებით (მაგ. ელექტროლიზის ხელსაწყოს დამზადება), გავეცანი გამოსახდელი დანადგარის მონტაჟს მაცივრის გამოყენებით, სიახლე იყო სხვადასხვა დუღილის ტემპერატურის მქონე ნივთიერებების გამოსახდელად მაცივრის სხვადასხვა ტიპის გამოყენება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოლეგებთან და ტრენერთან ურთიერთობა  და გამოცდილების გაზიარება.
ტრენინგში მონაწილეობამ ჩემი გამოცდილება გაამდიდრა სხვადასხვა ექსპერიმენტის სწორად დაგეგმის და ჩატარების უნარით (მაგ. გასაფილტრი და აირების მისაღები ხელსაწყოების სწორად აწყობა), კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპერიმენტზე მუშაობის ხერხებისა და უნარების ჩამოყალიბებისთვის, ლაბორატორიული დაკვირვებისა და გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციის უნარით და თეორიასთან შესაბამისობის ასპექტში, ექსპერიმენტული ამოცანის განსაზღვრის და მისი გადაჭრის უნარით.
შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით  გაკვეთილს გავამდიდრებ ექსპერიმენტებით, უსაფრთხოების წესების დაცვით. სადემონსტრაციო ექსპერიმენტი, რომელიც თან ახლავს ქიმიის გაკვეთილებს, ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს და ემოციას იწვევს მოსწავლეებში. ზრდის მათ მოტივაციას, ზრდის მომავალ თაობებში მეცნიერების პოპულარიზაციას, უყალიბდებათ გარე სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარს. ცდები და ექსპერიმენტები საშუალებას იძლევა საკლასო ოთახის პირობებში ხელოვნურად წარმოვადგინოთ ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენა, შევამოწმოთ მოსწავლეთა მიერ გამოთქმული ვარაუდი. მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ცდები და ექსპერიმენტები წინაპირობაა საიმისოდ, რომ მათ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენონ.
ექსპერიმენტის გარეშე  წარმოუდგენელია ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში, რომლებიც პრიორიტეტულია  საბუნებისმეტყველო საგნებისათვის:
o   ბუნების ობიექტებისა და მოვლენათა შესახებ ცნებების ჩამოყალიბება;
o   ინფორმაციის შეგროვების, განზოგადების, შედარების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების უნარის ჩამოყალიბება-განვითარება;
o   ყურადღების კონცენტრაცია, ინტერესი, პასუხისმგებლობა, მაძიებლობა, დამოუკიდებლობა, აღმოჩენა.
o   ლაბორატორიული დაკვირვებისა და გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციის უნარი მათი მნიშვნელობის და თეორიასთან შესაბამისობის ასპექტში.
o   ექსპერიმენტალური ამოცანის განსაზღვრის, დასმის და მისი გადაჭრის უნარი.
ტრენინგი დამეხმარა წარმატებით ჩამებარებინა გამოცდა ქიმიის ექსპერიმენტულ ნაწილში და მიმეღო საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის სერთიფიკატი ქიმიის ექსპერიმენტულ ნაწილში.   
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვათა გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ყოველივე ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისთვის. ამ მიზნით, კათედრის სხდომაზე წარვსდგები მოხსენებით თემაზე: ,,ექსპერიმენტის ტექნიკა გაკვეთილზე“. მიღებული გამოცდილების გამოყენებით  მათთან ერთად დავგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს (მაგ. ფიზიკოსებთან ერთად, თემაზე: ,,ელექტროლიზი და ფარადეის კანონები“).
12.02.12                                        /ი. ბუჩუკური/





ტრენინგ მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 126  საჯარო სკოლა;   16 საათის ხანგრძლივობით.
ტრენინგი ჩატარდა:29.11.12წ, 30.11.12წ, 01.12.12წ, 02.12.12წ.
მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:              
n  კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლე თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n  კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
n  კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n  მონაცემთა შეგროვება
n  მონაცემთა ანალიზ, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n  მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისპრაქტიკაში დანერგვა.
n  მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n  პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n  პროექტის შეფასება;
n  კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n  სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n  მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n  სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n  II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა
IIდღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლვა
n  IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტ გაკვეთილი
n  III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
IIIდღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
n  II სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლვა
I V დღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
n  II სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.
რეზიუმე
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა-სრულფასოვანი განათლების მიღება, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკეული ადამიანის რეალიზებისა და კეთილდღეობისათვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსათვის, მისი მშენებლობისათვის. პროფესიული კომპენტენციის მუდმივი განვითარების სურვილს შეიძლება განაპირობებდეს როგორც მასწავლებლის შინაგანი ინტერესები, მოთხოვნილებები ასევე გარეგანი, უმეტეს შემთხვევაში-ორივე ერთად. რაც უფრო კვალიფიციურია მასწავლებელი, მით უფრო წარმატებულია მისი პედაგოგიური პრაქტიკა და მით უფრო დიდია მოთხოვნა მასზე.
სქემის მიზანია: ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპენტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას.
პედაგოგს სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ენიჭება სასერთიფიკაციო გამოცდის ორივე ნაწილის, საგნობრივი და პროფესიული უნარების, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ამით იგი დააგროვებს 21 კრედიტს, აქედან 10,5 კრედიტი მოდის გამოცდის თით ნაწილზე. ეს არის მასწავლებელთა კარიერული ზრდის მხოლოდ პირველი საფეხური. მასწავლებლის სერთიფიკატის ვადა 8 წლით განისაზღვრა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მასწავლებელი მასწავლებლობის უფლებას ან გამოცდის ხელახლა ჩაბარებით დაადასტურებს, ან ჩებმება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, რაც ხელს უწყობს როგორც მასწავლებლის კომპენტენციის ამაღლებას, ასევე მის კარიერულ ზრდას.
მასწავლებლის კარიერა სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოპოვებით იწყება და მწვერვალს აღწევს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოპოვებით. ეს არის გზა, რომლის გავლას 16 წელი სჭირდება და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხვეწს და ავითარებს მის პროფესიულ კომპენტენციას.
თუ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა 21 კრედიტის მოპოვება, პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად 32 კრედიტის დაგროვებაა აუცილებელი, ხოლო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლისთვის - 42 კრედიტის. თითოეული კატეგორიისთვის აუცილებელი კრედიტები მასწავლებელმა რვა წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს.
პედაგოგიური კვლევა -კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება , მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის. . . სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებთ კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით. გამოყენებითი კვლევის ძირითადი მიზანი კი თეორიებისა, მექანიზმების ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასანვითარებლად.
პროექტგაკვეთილი -პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი პროექტით სწავლებაა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
პროექტგაკვეთილი-კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციალებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.
კათედრებზე მუშაობა და კვლვა-კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.
წარმატებული სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათბელი არის მასწავლებლებისა და სკოლის , სხვა თანამშრომლების ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
თანამშრომლობისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით ავტორები 4 ტიპის სასკოლო კულტურას განასხვავებენ: ინდივიდუალისტური, ბალკანიზებული, ხელოვნური კოლეგიალობა, თანამშრომლობა.
სასწავლო პროცესის დახვეწისა და მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელს შეეძლოს ჯანსაღი კონსტრუქციული კრიტიკის მოსმენა, მიღება- გათვალისწინება  კოლეგისავე დელიკატური, კონსტრუქციული კრიტიკა. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უკვე დაშვებული შედეგების გაანალიზებისა და შემდგოში თავიდან არიდებას.
მასწავლებლის პორტფოლიო-არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაშასადამე, მასწავლებლის პორტფოლიო პედაგოგის მიღწევების კრებულია.
ტრენინგის მნიშვნელობა
საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა. გავეცანით თუ რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს მასწავლებელს, რომ ჩაებას  სქემაში:                                                
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა მუდმივად გაზრდის მასწავლებლის პროფესიონილზმსა და კომპენტენციას.
·         სქემაში ჩართულ მასწავლებლებზე მოთხოვნა იქნება ყოველთვის დიდი, რადგან პირველი და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლების არსებობას სკოლაში მნიშვნელობა აქვს სკოლის ბრენდირებისთვის.
·         სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან კონსულტატებად, ექსპერტებად, ტრენერებად და ა. შ.
ტრენინგზე გავეცანით და პრაქტიკულად დავგეგმეთ ჯგუფურად კვლევა და პროექტი. მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ მომავალში კვლევის ჩასატარებლად და პროექტის დასაგეგმად და გავუზიარებ კათედრაზე კოლეგებს. კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მასწავლებლების ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, წარმატებული სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვათა გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ყოველივე ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისთვის. ამ მიზნით, კათედრის სხდომაზე წარვსდგები მოხსენებით თემაზე: ,,პედაგოგიური კვლევებისა და სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“. მიღებული გამოცდილების გამოყენებით  მათთან ერთად დავგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს (მაგ. ბიოლოგებთან ერთად, ეკოლოგიის თემაზე).
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას. ის შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგში მონაწილეობამ ჩემი გამოცდილება გაამდიდრა პრაქტიკული რეკომენდაციებით პორტფოლიოს საწარმოებლად.
02.12.12.                                           /ი. ბუჩუკური/




ტრენინგ-მოდული სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის.
,,პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ არჩეული აქტივობების ეფექტურად გამოყენების სტრატეგიები" 
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, #61 საჯარო სკოლა; 5 საათის ხანგრძლივობით.
ტრენინგი ჩატარდა: 14.07.2012წ.
მიზანი: პროფესიული განვითარების სქემის გაცნობა.
ამოცანები: 
ხელსაყრელი აქტივობების შერჩევა და ამ აქტივობების ეფექტურად გამოყენება; 
რეზიუმე                                                                                                                
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა-სრულფასოვანი განათლების მიღება, მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტად ჩამოყალიბება- მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკეული ადამიანის რეალიზებისა და კეთილდღეობისათვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსათვის, მისი აღმშენებლობისათვის, პროფესიული კომპენტენციის მუდმივი განვითარების სურვილს შეიძლება განაპირობებდეს როგორც მასწავლებლის შინაგანი ინტერესები, მოთხოვნილებები ასევე გარეგანი, უმეტეს შემთხვევაში-ორივე ერთად. რაც უფრო კვალიფიცირებულია მასწავლებელი, მით უფრო წარმატებულია მისი პედაგოგიური პრაქტიკა და მით უფრო დიდია მოთხოვნა მასზე.
სქემის მიზანია: ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპენტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას.
ტრენინგის მნიშვნელობა
განათლების სამინისტროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისთვის. აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. პირველ რიგში კარგად გავერკვიე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლისათვის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა და გავაანალიზე მონაწილეობის პირობები. ამ ტრენინგზე შევიტყვე რამდენი კრედიტია საჭირო პირველი კატეგორიის სტატუსის მოსაპოვებლად, რამდენი- უმაღლესი კატეგორიისათვის. არ არის აუცილებელი შევაჭიდო ბევრ აქტივობებას. ყურადღება იმ აქტივობებზე უნდა გავამახვილო , რომლებიც ჩემთვის სასურველი და დაძლევადი იქნება.
ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ მომავალში კვლევის ჩასატარებლად და პროექტის დასაგეგმად და გავუზიარებ კათედრაზე კოლეგებს.კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მასწავლებლების ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, წარმატებული სკოლის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია. მიღებული გამოცდილების გამოყენებით მათთან ერთად დავგეგმავ ინტეგრირებულ გაკვეთილებს (მაგ. ბიოლოგებთან ერთად, ეკოლოგიის თემაზე, ფიზიკოსებთან ელექტროლიზის თემაზე).
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას. ის შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგში მონაწილეობამ ჩემი გამოცდილება გაამდიდრა პრაქტიკული რეკომენდაციებით პორტფოლიოს საწარმოებლად.
14.07.2012წ.                                                        /ი.ბუჩუკური/


No comments:

Post a Comment