პროექტები

პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.








პროექტი: რატომ ეშინიათ ქიმიკოსებს აზოტის გააქტიურების?





დღეს ჩვენს პლანეტაზე მწვავედ დგას რამდენიმე გლობალური პრობლემა:

  • ომის და მშვიდობის;
  • ნედლეულის და ენერგიის დეფიციტის;
  • მზარდი მოსახლეობის სურსათით მომარაგების;
  • ბუნების დაცვის
ამ პრობლემებზეადამოკიდებული კაცობრიობის ბედი. მათი გადაჭრა მხოლოდ ჰუმანური პრინციპებით არზრდილ მაღალპროფესიონალთა შეერთებული ძალითაა შესაძლებელი. 
პროექტის თემა მოსახლეობის სურსათით მომარაგების პრობლემას ეხება. მოსავლის გაზრდა მეცნიერების მთავარ საზრუნავს წარმოადგენს.
აზოტი სიტყვასიტყვით ,,უსიცოცხლოს" ნიშნავს სინამდვილეში კი აზოტი ყოველი ცოცხალის-მცენარის თუ ცხოველის არსებობის უპირველესი პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში საკმაოდ ბევრი აზოტია, ჰაერის 80%-ს შედაგენს, ადამიანს საკმაოდ ბევრი შრომის დახარჯვა უხდება აზოტის იმ მცირე ნაწილის შესანარჩუნებლად, რომლის ათვისებასაც მცენარეები ახერხებენ, კიდევ უფრო მეტი შრომაა საჭირო ატმოსფერული აზოტიდან რეაქციის უნარის მქონე ამიაკის მისაღებად. აზოტი მცენარეებს სასუქის სახით მიეწოდება, მხოლოდ ამიაკის და ნიტრატების სახით ახერხებს მცენარე მის შეთვისებას. საუქების უვიცმა გამოყენებამ მიწის ნაყოფიერება შეამცირა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების თვისებები გააუარესა.
საერთოდ უარი ხომ არ უნდა ვთქვათ სასუქების გამოყენებაზე? ასე პრობლემა ალბათ ვერ მოგვარდება. 
რა შეუსაბამობაა ბუნებაში-შეიძლება ვიფიქროთ, რა იქნებოდა აზოტი უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, ჟანგბადთან ან წყალთან ადვილად შესულიყო რეაქციაში. დავიღუპებოდით აცხადებენ შეშფოთებული ქიმიკოსები-ცოცხალი არაფერი გადარჩებოდა დედამიწაზე, ატომურ ომზე უმოწყალო ცოდვა დატრიალდებოდა ქვეყნად!
ასე რატომ ეშინიათ ქიმიკოსებს აზოტის გააქტიურების?






ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი:
,,შენ ხარ ვენახი"



ღვინის კულტურის აკვანი”, ღვინის სამშობლო”– ასე საუბრობენ საქართველოზეროგორც ღვინის უძველეს სამშობლოზე.
ღვინოს ოდითგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველების ცნობიერებაში. ღვინოს სვამდნენ ჭირშიც და ლხინშიც, სვამდნენ სამკურნალოდ და მხნეობის მოსამატებლად, სვამდნენ ურთიერთობის დასამყარებლად და მეგობრობის განსამტკიცებლად, ამა თუ იმ საქმის წამოწყების თუ კეთილდასრულების, დაბადების დღის, ქორწილის თუ ნებისმიერი დღესასწაულის აღსანიშნავად,  სვამდნენ დიდ ნადიმებზეც და საოჯახო სადილებზეც.
 ღვინო ქართველებისთვის სასმელზე ბევრად მეტს ნიშნავს. მან გავლენა იქონია ქართველების ფილოსოფიაზე , მუსიკასა და არქიტექტურულ მოტივებზე.
 დაბოლოს, როდესაც IV საუკუნეში წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას ხელთეპყრა საკუთარი თმებით შეკრული ,,ჯვარი ვაზისა". ქრისტიანულ სამყაროში მხოლოდ საქართველოში გვხვდება ქრისტიანობის ამგვარი სიმბოლო.



ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი:
,,მისი უდიდებულესობა წყალი"

http://iabuchukuriwyali.blogspot.com/p/blog-page.html


წყალი... საოცარი, პარადოქსული, ამოუცნობი, მიუწვდომელი...იგი იყო და დარჩება მუზად, შთაგონების წყაროდ არა მხოლოდ პოეტების, მხატვრების, კომპოზიტორების, არამედ, მეცნიერ-ფილოსოფოსების და მკვლევარებისთვის, რომლებიც მრავალი წლების მანძილზე ცდილობენ ამოხსნან ბუნების ამ საოცარი ქმნილების საიდუმლოება.



ანტინარკოტიკული პროექტი: 
,,ცხოვრება სივრცეა იპოვე შენი ადგილი"




http://iabuchukuriantinarkotikuliproeqti.blogspot.com



ცოტამ თუ იცის, რომ, ლეგენდაში ფაუსტის შესახებ იყო ასეთი საინტერესო ეპიზოდი, როდესაც ამერიკა აღმოაჩინეს, ფაუსტი მეფისტოფელთან ერთად ეწვია ახალ ქვეყანას. მათ აღმოაჩინეს იქ უცხო მცენარეები და მათ შორის - თამბაქოც. მეფისტოფელმა განაცხადა: ,,სასარგებლო ბალახია, უბრალო არ გეგონოთ იგი გააბედნიერებს ყველას ვინც ერთხელ მაინც მოსწევს, ის უარს არ იტყვის ამ გასართობზე, ხომ არ გააბოლებდით ერთს დოქტორო? არ მინდა. ეს სულელების გასართობია"-უპასუხა ფაუსტმა.სწორედ ამ არასეროზულ გასართობს შეეხება ჩვენი სერიოზულისაუბარი...

No comments:

Post a Comment