სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება


სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა პროფესიონალი მასწავლებლების გუნდი, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების დადგენა და მასზე ოპერატიული რეაგირება სკოლაშივე უნდა მოხდეს, რის საშუალებასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული მოდელი-სკოლის ბაზაზე მაწავლებელთა პროფესიული განვითარება-იძლევა. ეს მოდელი გულისხმობს იმ საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთაც თავად სკოლა ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. პედაგოგები მუდმივად მიიღებენ კონსულთაციებს ცენტრის თანამშრომლებისგან, გაივლიან ტრენინგებს და შემდეგ ამ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ კოლეგებს.
2013-2014 სასწავლო წლის ბოლომდე მიმდინარეობს ქვეპროგრამის პილოტირება. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობას იღებს 210 სკოლა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ტრენინგს გადის თითოეული საპილოტე სკოლის 7 წარმომადგენელი, რომლებსაც ირჩევენ საგნობრივი კათედრის წევრები და რომლებსაც აქვთ საამისო სურვილი და მზაობა. პილოტირების პროცესის მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე მოხდება პროგრამის კორექტირება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით. პილოტირების პროცესში ჩართულ სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გაცვალონ ერთმანეთში ინფორმაცია, გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საქმინობის შედეგები სამუშაო შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე.

თბილისის 61-ე საჯარო სკოლის ,,შვიდკაცას" წევრები არიან:
მადინა ბაღდავაძე-სასწავლო ნაწილის გამგე;
მარიამ ჯიჯიეშვილი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
სოფო ქსოვრელი-ისტორიის მასწავლებელი
ია ბუჩუკური-ქიმიის მასწავლებელი
მარინა ხუციშვილი-მათემატიკის მასწავლებელი;
მარინე გოგიბერიძე-გერმანულის მასწავლებელი;
ნუნუ ნებიერიძე- დაწყებითი კლასის მასწავლებელი.




http://shvidkaca61skola.blogspot.com

No comments:

Post a Comment